კონკურსი ‘’ქართული კალიგრაფია“ გამოცხადდა
კონკურსი, ტრადიციულად, ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეები;
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები;
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
- სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
- საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.
კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 3 ტურს.
კონკურსის I ეტაპი – შესარჩევი ტური. შესარჩევ ტურში კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ნებისმიერი მისთვის სასურველი ტექსტი 100-150 სიტყვის ოდენობით (საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის);
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ორიგინალი (ასლი ან ელექტრონული ვერსია არ მიიღება);
- ნაწერს უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ტელეფონის ნომერი, სასურველია ელექტრონული მისამართი – E-mail, მისამართი; სკოლის მოსწავლეებისათვის დამატებით: სკოლა, სკოლის ტელეფონის ნომერი, კლასი. სტუდენტებისათვის დამატებით: უნივერსიტეტი, სპეციალობა, კურსი.
შენიშვნა: არასრული მონაცემების მქონე საკონკურსო ნაწერი არ მიიღება.
კონკურსის II ეტაპი - ნახევარფინალური ტური
ჩატარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კონკურსანტები ადგილზე მიიღებენ საკონკურსო ჯგუფების შესაბამის დავალებებს: 1. ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება; 2. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა.
კონკურსის III ეტაპი - დასკვნითი ტური
ჩატარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კონკურსანტები ადგილზე მიიღებენ საკონკურსო ჯგუფების შესაბამის დავალებებს: 1. აფორიზმი, საზედაო ასოს გაფორმებით; 2. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა – ხელნაწერის 2 გვერდის შექმნა.
II და III ტური ითვალისწინებს კონკურსანტებისთვის შემეცნებითი საუბრების ჩატარებას ქართული კალიგრაფიის ისტორიაზე, ტრადიციულ საწერ საშუალებებზე, კალიგრაფიის ხელოვნებაზე და სხვა.
- საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველი მოსწავლე (მასწავლებელი) ხელნაწერ ნიმუშს წარადგენს სკოლაში, თითოეული სკოლა – შესაბამის რესურსცენტრში, ხოლო რესურსცენტრები უზუნველყოფენ წარმოდგენილი საკონკურსო ნიმუშების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გადაცემას. სამინისტროდან საკონკურსო ნიმუშები გაიგზავნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
- სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა და სხვა ზრდასრულმა დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო ნიმუში უნდა წარმოადგინონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.
- საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები კონკურსანტებისათვის:
- 1. გამარჯვებულების გამოვლენა
- მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს კვალიფიციური ჟიური; ჟიურის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტით;
- კონკურსის ბოლოს I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან 5 საკონკურსო ჯგუფში. გარდა ამისა, დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ნომინაციებს დაადგენს ჟიური არსებული საკონკურსო მასალიდან გამომდინარე;
- ჯილდოებს აწესებენ: კონკურსის ორგანიზატორები და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები;
- კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშები გამოიფინება და შემდეგში შეინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში;
- 2. დაჯილდოვება
- დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილებზე გასული და სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებული კონკურსანტები საკონკურსო ჯგუფების მიხედვით.
2014 წლის კონკურსის ჩატარების ვადები
- კონკურსის გამოცხადების თარიღი – 28 ოქტომბერი;
- I შესარჩევი ტური დასრულდება 14 ნოემბერს;
- II ტური ჩატარდება 22 ნოემბერს;
- III ტური ჩატარდება 3 დეკემბერს;
- გამარჯვებულთა დაჯილდოვება და მათი ნამუშევრების გამოფენა – არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
www.manuscript.ge
პროგრამის კოორდინატორი: ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
ტელ.:
599 899 635
ელ.ფოსტა: exb.[email protected]
საკონტაქტო პირი: ნესტან ბაგაური
ელ.ფოსტა: [email protected]
ტელ.: 593 25 12 34