ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კამპანია „ნაბიჯი თანადგომისკენ“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება  ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია  „ნაბიჯი თანადგომისკენ“.  კამპანია იწყება 19  ნოემბრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს და  სრულდება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში,  სამინისტრო ორ კონკურსს იწყებს. ეს გახლავთ ვიდეო-რგოლებისა და ესეების კონკურსები სახელწოდებით -  „ნაბიჯი თანადგომისკენ“.

კონკურსის მიზანია მოზარდები დააფიქროს იმ ადამიანებზე, რომელთა უფლებები  შეზღუდული იყო ან დღესაც იზღუდება; ადამიანებზე, რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების  საბაზო-საშუალო საფეხურის VII-XII კლასების მოსწავლეებს.

მოგიწოდებთ ჩაერთოდ  კონკურსებში, იყოთ აქტიურები და ამით თქვენი წვლილი შეიტანოთ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში.

კონკურსების თაობაზე სრული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მითითებულ ბმულებში:

ესეების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“

ვიდეორგოლების  კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“

 

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი