ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მათემატიკური კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური, თბილისის კლასიკური გიმნაზია და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ატარებენ მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2015“.

კონკურსის მიზანი: განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.

მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ჩატარების წესები:

  • მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
  • შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
  • ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი.
  • ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსი “იმედი ხვალის” ამოცანები.  ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსის ვებმისამართებია http://concurs.mziuri.ge და http://imedi.mziuri.ge
  • ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).

ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 6 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.

რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 5 ივნისის 18 საათზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ თანდართული ფორმის მიხედვით (ფურცელზე ან ელექტრონულად).

სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო პიროვნება კონკურსის ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14, მესამე სართული.

ტელეფონები:  295-45-75, 291-03-17, 229-48-61,  599-50-93-56.

ელფოსტა:  [email protected];  ვებგვერდი:  www.mziuri.ge

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი