ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების/პროექტების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღება

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:

  • მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
  • ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაცია;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება;
  • მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
  • ევროინტეგრაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
  • ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია;
  • მშობელთა ჩართულობის გააქტიურება შვილის სასკოლო ცხოვრებაში;

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2016 წლის 10 თებერვლიდან 2016 წლის 20 აპრილის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.

პროექტის წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.

აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი