ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ესეების სტუდენტური კონკურსი „ჩემი რუსთაველი“

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტური ნამუშევრების ეროვნულ კონკურსს „ჩემი რუსთაველი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საკონკურსო თემებია:

1. ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში

2. პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში“

3. ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე

4. ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ 

საკონკურსო პირობები:

  • საკონკურსო ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3,000 სიტყვას
  • საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი 
  • საკონკურსო ნაშრომები შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:

[email protected]

[email protected]

 შეფასების კრიტერიუმები:

  1. საკითხის ორიგინალური გააზრება
  2. პრობლემის ხედვა კონტექსტში
  3. ანალიზი და არგუმენტირება
  4. წერის კულტურა

პრიზები: 

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ, მოკლევადიანი სამუშაო პრაქტიკა გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში.   

სტუდენტური ნამუშევრების კონკურსი ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“, რომელსაც აფინანსებს შვედეთის მთავრობა. 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში: http://www.ge.undp.org/ 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: http://www.mes.gov.ge/

საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო: http://www.culture.gov.ge/

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი