ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტაჟირების პროგრამა არგენტინაში

არგენტინის დედაქალაქის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 5 აგვისტომდე, ტარდება სტაჟირების პროგრამა „International Buenos Aires Experience", რომლის ფარგლებშიც 30 წლამდე ახალგაზრდა საჯარო მოხელეებსა და კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 6 კვირიანი არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა ბუენოს-აირესის მერიაში. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, ქალაქის ღირშესანიშნაობების მონახულებას და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას. ორგანიზატორი მხარე ფარავს მხოლოდ სადილისა და პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ქალაქში გადაადგილების ხარჯებს. მონაწილეობის მსურველთა განაცხადი მიიღება 2016 წლის 30 მარტამდე, კანდიდატთა შერჩევის შედეგები ცნობილი გახდება ა.წ. 8 აპრილს.

დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბუენოს-აირესის მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ ბმული: http://www.buenosaires.gob.ar/relacionesinternacionalesinstitucionales და ელექტრონული ფოსტა: [email protected].   

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს არგენტინის რესპუბლიკაში (ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected] )

Buenosaires.gob.ar/relacioesinternacionalesinstitucionales      

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

ყველა კონკურსი