ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი - განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქართული ენის სწავლების მაქსიმალური ხელშეწყობაა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სამუშაო ჯგუფისა და UNHCR-ის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ, პირველად საქართველოში, ახალი სასწავლო რესურსი „ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“ შეიქმნა. პროექტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.

კომპაქტდისკი 12 აუდიოგაკვეთილს და შესაბამის ილუსტრაციებს მოიცავს. სასწავლო რესურსი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ, თავშესაფრის და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებზეც UNHCR-ის მანდატი ვრცელდება, ქართული ენის საბაზისო ცოდნის მიღებაში დაეხმარება, რაც საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას გაადვილებს.

აღნიშნული აუდიოგაკვეთილები ინტერნეტ სივცრეშიც იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ, დაიდება სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე www.zspa.ge და UNHCR-ის პარტნიორ ვებ-საიტებზე. მსურველები გაკვეთილების მოსმენას უფასოდ შეძლებენ. პროექტის ფარგლებში აუდიოგაკვეთილები ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენლებს გადაეცემათ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც სურთ შეისწავლონ ქართული ენა, ასევე შეძლებენ ონლაინ ვერსიით სარგებლობას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე