ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტის პილოტირება იწყება

მიმდინარე წლიდან საქართველოს რამდენიმე ათეულ საჯარო სკოლაში მოვლა-პატრონობის სისტემის პილოტირება განხორციელდება. პროგრამის საპილოტე ფაზის სამოქმედო გეგმა, სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგია, სისტემა და პროცედურები დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ფონდის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს გააცნეს.

სკოლებში უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი გარემო სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნის მისაღწევად, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“, ინიცირება გაუკეთა სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავების პროექტს საჯარო სკოლებისთვის. პროექტს ფონდი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მასთან არსებულ სსიპებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის უნიფიცირებული და მოქნილი სისტემა სკოლებს შესაძლებლობას მისცემს, დროული რეაგირება მოახდინოს და ყველა საჭირო ღონისძიება გაატაროს უსაფრთხო და მიმზიდველი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხრიდან ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი აშშ დოლარია.

საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის საინიციატივო ფონდის სახსრებით შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:

  • ჩატარდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შედეგების შეტანა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში (eSchool);
  • შემუშავდა საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის მართვისათვის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა „მნე“;
  • მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის ფიზიკური მდგომარეობის შეფასება. აღნიშნული ანგარიშები დაეხმარება საქართველოს მთავრობას სკოლების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ბიუჯეტის დაგეგმვასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი (გადაუდებელი) და გრძელვადიანი გეგმის შედგენაში;
  • შემუშავდა საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის ჩარჩო გეგმა და ნორმატივები. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის დანერგვას და მოიცავს სკოლების ოპერირების თანამედროვე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულ ნორმატივებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე