ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი მეცნიერებისთვის ახალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „Georgian Science“ გამოიცემა

„ქართველი მეცნიერებისთვის ახალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „Georgian Science“ გამოიცემა,“ – ამის შესახებ დღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ახალი რეცენზირებადი ელექტრონული (Open data, Open science) სამეცნიერო ჟურნალი „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science) ხელს შეუწყობს ქართული სამეცნიერო პროდუქტი საერთაშორისო სივრცისათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ჟურნალის რედკოლეგიის წევრები ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ერთად საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე უცხოელებიც იქნებიან. გამოცემა ოთხ ძირითად სამეცნიერო მიმართულებას მოიცავს და წელიწადში ერთხელ ოთხ თემატურ ნაწილად გამოიცემა.

განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში ქართველი მეცნიერების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაცია სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე