ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილმა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს, რომელთაც სამახსოვროდ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

„დღიურების კონკურსში“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, საქართველოს საჯარო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჟიურის მიერ, საფინალო 216 ნამუშევარიდან, სამი საუკეთესო გამოვლინდა და პირველი ადგილის მფლობელები ასპინძის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მარიამ ქავთარაძე და თამარ ციხელაშვილი გახდნენ. მეორე ადგილი რუსთავის №17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ნატროშვილმა, ხოლო მესამე მარნეულის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ხანუმ მამედოვმა დაიკავა.

ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსი: „გაცოცხლებული სურათები“ ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. 107 საფინალო ნამუშევარიდან პირველ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი თბილისის №147 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ვახტანგ კუჭავამ, მეორე თბილისის №138 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ირაკლი ჯორჯაძემ და თბილისის №106 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი ყამბარაშვილი, ხოლო მესამე რუსთავის №15 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ყიფშიძემ, მარიამ მიქაუტიძემ, ლუკა გოგატაძემ, ლიზი მეტრეველმა, ანი ხაჩიძემ, ანა კენჭაძემ და მარიამ ქიმაძემ დაიკავეს.

მეორე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი ქუთაისის №31 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე კობა სინაურიძემ, მეორე ქუთაისის №14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მარიამ კიკნაძემ და ნათია ბუხრაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე დავით ქებაძემ დაიკავა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ხაშურის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იოსებ მულაძე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა ასევე „ჟიურის რჩეული“, რომელიც თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან ცინცაძე გახდა. ნომინაციაში „ორიგინალური იდეა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე პაატა გელაშვილმა და მე-8 კლასის მოსწავლე ანა გოგოლაურმა დაიკავა, ხოლო „ახალგაზრდა ანიმატორი“ რუსთავის №7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იმედა აფციაური გახდა. ნომინაციაში „საუკეთესო სიუჟეტი“ დუშეთის სოფელ არაგვისპირის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მაკა ინიაშვილმა გაიმარჯვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე