ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „რეგიონებში უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ“

პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთ-ერტი მთავარი აქცენტი გააკეთა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც ახალგაზრდებს ადგილზე განათლების მიღების და რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია პროფესიული განათლება ორიენტირებული იყოს რეგიონულ საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს 11 ახალი ლოკაცია, რომლის განვითარება 2018 წელს დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება.

„რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ. შესაბამისად, ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია ის ახალი სასწავლებლები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით დაემატება. მათი ნაწილი გახსნილია, ნაწილში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს “ - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, კველავ აჩვენებს, რომ რეგიონებში პროფესიული განათლებისადმი ინტერესი მზარდია.

მისივე თქმით, განათლების სისტემაში პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შესაბამისად, სამინისტროს მიერ გაწერილია დეტალური გეგმა წლების მიხედვით, რომელიც მოიცავს თუ რა პროექტები განხორციელდება და რა სერვისებს მიიღებენ ახალგაზრდები ამ მიმართულებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე