ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ"

„ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ", - ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან არსებობს დიდ ინტერესი, ამოქმედდეს ისეთი პროფესიული პროგრამები, რომელიც გარკვეულ სფეროებში კვალიფიცირებული კადრების დეფიციტს შეავსებს. ამ სისტემური ხარვეზის აღმოფხვრა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო პროცესში აქტიურად დაინერგება ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. შეიქმნება არაერთი თანამდროვედ აღჭურვილი ექსელენს ცენტრი, სადაც მომავლის პროფესიების დაუფლება იქნება შესაძლებელი. პროფესიულმა სასწავლებლებმა უნდა შეძლონ, რომ ახალგაზრდები XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღონ და კონკურენტუნარიანი გახადონ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე