ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება - ევროპის ფედერაციის გენერალური მდივანი აჭარას სტუმრობს

6-13 აპრილს, ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც მედლებთან ერთად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. ევროპირველობისთვის მიმდინარე საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად ბათუმს ესტუმრნენ ევროპის ძალოსობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ფედერაციის სატელევიზიო ტრანსლაციაზე პასუხისმგებელი პირი დევიდ გოლდსტრომი.

სტუმრებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს რამდენიმე სასტუმრო და საშეჯიბრო დარბაზი, ბათუმის ახალი სპორტის სასახლე. ჰასან აკუშს და დევიდ გოლდსტრომს მასპინძლობას უწევენ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. დღესვე, ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა დაჟურნალისტებს მიმდინარე საორგანიზაციო საკითხების დეტალები გააცნო.

ევროპელი სტუმრები ნანახით კმაყოფილები დარჩნენ და ქართულ მხარეს გაწეული საორგანიზაციო სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. 2019 წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟი “ევროსპორტზე” გადაიცემა და კონტინენტის პირველობას 60 მილიონიანი აუდიტორია ეყოლება, ასევე რეპორტაჟი იქნება “მატჩ TV”-ზე. საერთო ჯამში, პირდაპირი ეთერი 20 ენაზე 55 ქვეყანაში გაშუქდება. ევროპის ჩემპიონატს ქართული მედიაც აქტიურად გააშუქებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე