ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„მიხეილ ბატიაშვილი: გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევას დაეფუძნა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც განათლების რეფორმის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

მინისტრის თქმით, გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტრომ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციის შედეგად მიიღო, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ესპერტები და განათლების სფეროს წარმოამდგენლები:

„კითხვაზე, თუ რა კვლვებს ეფუძნებოდა ჩამოყალიბებული კონცეფცია, აქ მოვიყვანთ მხოლოდ იმ ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც კონსულტაციებში იყო ჩართული. მასში ჩართულები იყვნენ „ტრენინგებისა და კონსულტაციების“ ცენტრი, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „სამოქლაქო ურთიერთობებისა და ინიციატივების ცენტრი“, „განათლება ყველასათვის“, სკოლის ადმინისტრაციები,სკოლის მასწავლებლების ასოციაციები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID, ათასწლეულის გამოწვევი კორპორაცია, UNICEF, ევრიოკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ამერიკის მთავრიობის, შვეიაცარიისა და სხვადასხვა ფონდები, მაიკროსოფტი მი და ა.შ.

კონსულტაციები გაიმართა ქართულ უნივერსიტეტებთან, მასწავლებლბეთან, საბოლო ჯამში ასეულ ადამიანთან შეხვედრა შედგა იყო სხვადასხვა ფორმატის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ხედვა მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული, პოლიტიკისგან შორს მდგომი, განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული. იგეგმება კომიტეტის გასვლითი სხდომა , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა მოადგილე და სსიპ-ის ხელმძღვანელი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ორგანიზაციასთან და მათთან კონსულტაცია. საბოლოო დოკუმენტი, რომლის სამუშაო ვერსია უკვე არსებობს, მალე გახდება სტრატეგიული დოკუმენტი“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

მინისტრის თქმით, კვლევევბის შედეგები, ორშაბათს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაქმოვეყნდება და მასში ასახულია თუ რას ეყრდნობოდა სამინისტრო ე.წ. CAT-ის გამოცდების გაუქმებისას, როგორ უარესდებოდა შედეგები წლების განმავლობაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე