ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბები გამოვლინდნენ

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პროექტის „სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ფარგლებში  დაჯილდოება გაიმართა. 

აღნიშნული პროექტის  მიზანია  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა; მასწავლებლების დახმარება სასწავლო პროცესის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის მიხედვით დაგეგმვასა და წარმართვაში; ფორმალური და არაფორმალური სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თანაორგანიზატორობით, კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბები და მასწავლებლები გამოვლინდნენ:

  • სსიპ ქალაქ თბილისის N131 საჯარო სკოლა; სასკოლო სპორტული კლუბი „არწივი“, კლუბის ხელმძღვანელი - ლია მესტვირიშვილი;
  • სსიპ ქალაქ თბილისის N129 საჯარო სკოლა; სასკოლო სპორტული კლუბი „ირაო“, კლუბის ხელმძღვანელი - ეკა ჭადაშვილი;
  • სსიპ ქალაქ თბილისის N120 საჯარო სკოლა;  სასკოლო სპორტული კლუბი „ბაირაღი“, კლუბის ხელმძღვანელი - მევლუდ ლაშაური.

გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბის ხელმძღვანელები (მასწავლებლები) და დირექტორები სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუერებით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

დაჯილდოვების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი  ელგუჯა ბერიშვილი, ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე მურთაზ მნათობიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი  გია ბეგიაშვილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე