ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვიზიტი ოქსფორდის უნივერსიტეტში

2019 წლის 11-13 თებერვალს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია საქმიანი ვიზიტით იმყოფება ქ. ოქსფორდში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ოქსფორდის უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ფონდს შორის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ პროგრამის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს ერთი წლის მანძილზე თავიანთი სამეცნიერო კვლევა აწარმოონ ოქსფორდის უნივერსიტეტში, მათ შორის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში მარჯორი და ოლივერ უორდროპების არქივების (Bodleian Library, University of Oxford) ბაზაზე ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის, ხელოვნების, რელიგიის, კულტურის, ხელნაწერთა შესწავლის მიმართულებით.

ზვიად გაბისონია აგრეთვე შეხვდა ოქსფორდის უნივერსიტეტის (University of Oxford) პროფესორებს: ბალიოლის კოლეჯის (Balliol College) პროფესორს, ბატონ როჯერ ქაშმორს (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ფიზიკა); წმ. ანტონის (St. Antony College) კოლეჯის პროფესორებს კრისტოფერ გერის (ჰუმანიტარული მეცნიერებები), დენ ჰეილის (ჰუმანიტარული მეცნიერებები), ალან როის (სოციალური მეცნიერებები) და ნილ მაკფარლეინს (სოციალური მეცნიერებები); გლობალური და ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის პროფესორებს ედმუნდ ჰერციგს (ჰუმანიტარული მეცნიერებები), მარკ ბერნეტს (ჰუმანიტარული მეცნიერებები), პოლ ჩასტს (სოციალური მეცნიერებები); ასევე ბოდლეინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ჯილიან ევისონს და გააცნო მათ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმების ძირითადი ასპექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, სამეცნიერო მიმართულების პრიორიტეტიზაციის და სამეცნიერო კლასტერების განვითარების პერსპექტივებს. ბრიტანელმა პროფესორებმა ფონდის გენერალურ დირექტორს გაუზიარეს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცდილება და მზადყოფნა გამოთქვეს რეფორმების განხორციელების პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა ფონდის გენერალური დირექტორის და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის ჰუბერტუს იანის შეხვედრა, სადაც განიხილეს უნივერიტეტის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ხელი შეუწყოს ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან კებრიჯის, ბირმინგემის და სხვა., საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას და მხარი დაუჭიროს საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე