ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, ვილაპარაკოთ უფრო დიდ პერსპექტივებზე”

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველო-გერმანიის ერთობლივ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რის თაობაზეც საქართველოში მალე ახალი, უპრეცედენტო პროექტის პრეზენტაცია იგეგმება.

მინისრტის თქმით, გერმანიასთან თანამშრომლობით, მუშაობა მიმდინარეობს პროექტზე, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით მთელ რეგიონში განსაკუთრებული იქნება. გარდა ამისა, განათლების თემაზე გაზაფხულზე მნიშვნელოვანი ფორუმი-კონფერენციის ორგანიზებაც იგეგმება.

„საქართველო და გერმანია განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდნენ და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, რომ ვისაუბროთ მეტ თანამშრომლობაზე. საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგაც საკმაოდ გააქტიურდა მუშაობა, მათ შორის განათლების კუთხით. ძალიან ბევრი პროექტი უკვე მიმდინარეობს. გერმანულ მხარესთან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ძალიან მალე ვიხილავთ პროექტს, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება განსაკუთრებული პროფესიული განათლების კუთხით. ჩვენს უნივერსიტეტებთან კვლევების მიმართულებით გაცვლითი პროექტები უკვე მიმდინარეობს.” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე