ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VIII სხდომა

2019 წლის 21 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის განახლებული საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VIII სხდომა გაიმართა.

ფონდს 2015 წლიდან ჰყავს კოლეგიალური ორგანო, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო რეკომენდაციას აძლევს ფონდს და ეხმარება სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრაში.

საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ:

  • როჯერ ქაშმორი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ყოფილი დირექტორი (გაერთიანებული სამეფო) - საბჭოს თავჯდომარე;
  • მელიტა კოვაჩევიჩი - ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი (ხორვატია);
  • ზაალ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, პროფესორი (შვედეთი);
  • ტიციანო კამპორესი - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის CMS ექსპერიმენტის ხელმძღვანელი (შვეიცარია);
  • ლუდოვიკო პორტეკორვო - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის ATLAS-ის ექსპერიმენტის ტექნიკური კოორდინატორი (შვეიცარია);
  • სატოში მიჰარა - იაპონიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია - KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის სრული პროფესორი (იაპონია) (მონაწილეობდა „Skype”-ს მეშვეობით).

ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, გენერალური დირექტორის მოადგილეებმა ნინო გაჩეჩილაძემ და ჯაბა სამუშიამ, აგრეთვე, დეპარტამენტებისა და სამსახურების უფროსებმა საბჭოს წარუდგინეს და განიხილეს შემდეგი საკითხები: ახალი პროგრამის პორტფოლიო და 2019 წლის სამუშაო გეგმა (ბიუჯეტი და პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობა; მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამები; ფონდის ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში; 2019 წლის გამოწვევები; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობები; EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანება; მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები; ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) სტანდარტების დანერგვა მეცნიერების მენეჯმენტში; ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science) გამოცემა).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე