ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების ხარისხის, ინოვაციების და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროექტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს განათლების ხარისხის, ინოვაციების და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროექტს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება მთელი ქვეყნის მაშტაბით და მოიცავს სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მშენებლობასა და რეაბილიტაციას. პროექტი შედგება ხუთი ძირითადი კომპონენტისგან:

  • ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება;
  • ზოგადი განათლების სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება;
  • დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების რეფორმაში
  • პროექტის მართვა და მონიტორინგი

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა განსახლების პოლიტიკის და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტები  მუნიციპალური განვითარების ფონდისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე