ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლება სკოლაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა, სადაც პროგრამაში ჩართულ პროფესიული კოლეჯების, უნივერსიტეტების, საჯარო სკოლების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ პროგრამაში არსებულ გამოწვევებსა და პროგრამის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში, შეფასებისა და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჩართულ მხარეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მასში დღემდე საქართველოს ყველა რეგიონის 42 მუნიციპალიტეტიდან 259 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ძალები 43 სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯონ. 2018 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, პროგრამა 6.000-ზე მეტმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლემ გაიარა. 2019 წელს კვლავ დაგეგმილია პროგრამის მასშტაბების ზრდა, ამავე წლიდან ამოქმედდება პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო პროგრამა, რომლის ბენეფიციარებიც საჯარო სკოლების მე-10-12 კლასის მოსწავლეები იქნებიან.

„მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს ადრეულ ასაკში ჰქონდეთ განვითარებული შრომითი უნარები და უფრო კარგად იცოდნენ თუ რა შესაძლებლობები არსებობს პროფესიული განათლების მიმართულებით ქვეყანაში. მოგეხსენებათ, საპილოტე რეჟიმში უკვე დავიწყეთ საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების ინტეგრაციის პილოტირება და მომავალში სრულ ინტეგრაციას ვაპირებთ, რაც უფრო მეტ ახალგაზრდას მოიზიდავს პროფესიულ განათლებაში. 200-ზე მეტი სკოლა უკვე ტექნიკურად არის აღჭურვილი იმისთვის, რომ პროფესიული კურსები ხორციელდებოდეს სკოლის ბაზაზე. მომავალში განათლების რეფორმის ჭრილში მოვიაზრებთ იმასაც, რომ სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობით ამოქმედდეს გადამზადების კურსები და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა შეძლონ სერტიფიკატების მიღება. ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ უფრო მეტად იყვნენ მომზადებულები მომავალი პროფესიის არჩევისას“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე