ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მემორანდუმი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობა ღრმავდება.

7 მარტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში დაცულ, მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივ ზრუნვას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ეპისკოპოსმა ვახტანგმ (ლიპარტელიანი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სასულიერო პირები.

მემორანდუმი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმების (კონკორდატის) ფარგლებში ფორმდება. შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ამ მიზნით საპატრიარქოს, სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) საეკლესიო საგანძურის აღრიცხვა-აღწერას და მონაცემთა ბაზის მომზადებას მოახდენს. აღნიშნულ ბაზაზე წვდომა ორივე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს ექნება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და მუზეუმში დაცული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) საეკლესიო საგანძურის შესახებ მასალის სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ-გვერდზე განთავსება.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ საჭირო ცვლილებების შეტანას შესაბამის ნორმატიულ აქტებში იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფარგლებს გარეთ ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ექსპონატების გადატანა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე