ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლების მასშტაბური გამწვანება დაიწყო

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

2019 წლის 29 მარტიდან, თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლაში 5500 ხეხილის ნერგი დაირგვება.

„დღეს, პატრიარქის ინიციატივით, დავიწყეთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი სკოლების გამწვანების პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლას გავამწვანებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გამწვანებულ გარემოში გაატარონ თავისუფალი დრო. ეს აქცია გაგრძელდება და იმედი მაქვს ყველა მოსწავლე ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას ხეების მოვლა-პატრონობაში“ - განაცხადა მინისტრმა.

გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სოფლის მეირნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხეხილის ნერგები გადასცა. აღნიშნული ნერგებით, პროექტის პირველ ეტაპზე თბილისსა და რუსთავში მდებარე საჯარო სკოლების ეზოები გამწვანდება.

სამინისტროს ინიციატივით, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში გამწვანების აქციები მომავალშიც გაიმართება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე