ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების მეცნიერებათა აკადემია საგანმანათლებლო რეფორმაში ერთვება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საგანმანათლებლო საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად გახორციელება, მეცნიერთა ძალების კონსოლიდაცია, განათლების მეცნიერებათა დარგების კვლევები და სახელმძღვანელოების შექმნაში თანამშრომლობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც მხარეები ითანამშრომლებენ.

განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ზურაბ ხონელიძის განცხადებით, ამ მემორანდუმით სათავე დაედო აკადემიის ჩართვას ახალ საგანმანათლებლო რეფორმის მიმდინარეობაში: "ამ რეფორმის მნიშვნელობა საქართველოს განათლების აკადემიას ბოლომდე აქვს გააზრებული და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს".

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე