ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების გამოფენა - „ გაიცანი პროფესია “

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში,  პროფესიული განათლების გამოფენა - „გაიცანი პროფესია“ გაიხსნა. გამოფენა საზოგადოებრივი კოლეჯის  „სპექტრი“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი იყო პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების,  ხელმისაწვდომობისა და დასაქმების ხელშეწყობა. გამოფენა გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

ირინა წეროძის განცხადებით, ეს ღონისძიება არის დადასტურება იმისა, რომ აუცილებელია კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების პროცესში და სწორედ მათი მონაწილეობითაა შესაძლებელი ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. თავის სიტყვაში ირინა წეროძემ პროფესიულ პროგრამებზე მიმდინარე რეგისტრაციის პროცესზე და იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რასაც კოლეჯები  ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს.

 ღონისძიებას 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო და აქვე გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის თაობაზე კოლეჯ „სპექტრსა“  და კომპანიებს „ვოლვო“, „საგა“ და „ინსტას“ შორის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე