ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ათასწლეულის გამოწვევის  ფონდი - საქართველოს მიერ  თანამედროვე სტანდარტებით განახლდა და აღიჭურვა ლაგოდეხის პირველი და სოფლების განჯალის,  ვარდისუბნისა  და აფენის საჯარო სკოლები. შესრულებული სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პარლამენტის წევრთან, გურამ მაჭარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და პედაგოგებს  შეხვდნენ. სტუმრებმა  სოფელ ჰერეთისკარში ავარიული სკოლაც მოინახულეს და აქვე მოსახლეობას გააცნეს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს სოფელ კაბალსა და ჰერეთისკარში ორი ახალი სკოლა აშენდება და ორ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაზრდილი და გასამმაგებული ბიუჯეტის ფარგლებში, გაჩნდა შესაძლებლობა, 2021-22 წლებში უფრო მეტი  ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს:  „განათლება ერთის მხრივ, გულისხმობს ძლიერ და კომპეტენტურ პედაგოგებს და მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურულ გარემოს, სივრცეს,  სადაც ხარისხიანი  საგანმანათლებლო პროცესი უნდა წარიმართოს. ამ მიზნებზე მუშაობა დაწყებულია და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ შედეგები” - ნათია ზედგინიძე.

ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ მუნიციპალიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე