ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

XIV საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, რიგით XIV საერთაშორისო ფესტივალთან „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები, მხარდამჭერი ორგანიზაციების წამომადგენლები და უცხოელი მუსიკოსები უძღვებოდნენ.

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ეს ეძღვნება.

წელს ფესტივალი 4 მაისიდან 6 ივნისამდე გასტანს. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი შემსრულებლები. კერძოდ, ცნობილი ტენორი ჯუზეპე ჯიპალი, დირიჟორი ატილიო ტომაზელო, გამოჩენილი ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, ცნობილი საგუნდო კოლექტივები, ორკესტრები.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორების იოსებ კეჭაყმაძისა და ალექსანდრე შავერზაშვილის საიუბილეო თარიღები. მრავალფეროვანი პროგრამა ასევე გულისხმობს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ გამოფენებს, ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოებს, „ჩრდილების თეატრის“ დადგმას და ა.შ. საღამოები თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - თელავში, ქუთაისსა და ბათუმშიც იმართება.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი საოპერო სოპრანო იანო (თამარ) ალიბეგაშვილი, საპატიო მრჩეველი, ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. ორგანიზატორია „არტ +“.

ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის, განათლების, სპორტის სამინისტრო, „არდი  დაზღვევა“, იტალიის საელჩო საქართველოში.

თანაპარტნიორები: სასტუმრო „ბილტმორი“, „საქპატენტი“, ჯანსუღ კახიძის მუსიკის ცენტრი, თბილისის ოპერის თეატრი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის  მუნიციპალიტეტის მერია, „ჩრდილების თეატრი“.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე