ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

"მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს" - მიხეილ ბატიაშვილი

10 მაისს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპის დღეების ფარგლებში კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფელიქს ჰეტი, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე უძღვებოდნენ.

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ყველა დიდი და მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიმავალი გზა განათლებაზე გადის. დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაც სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული. სწორედ სკოლა - სასკოლო საზოგადოება და, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი აყალიბებს მოსწავლეში იმ ორიენტირს, რომელმაც შემდეგ მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საგნის სწავლების პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს. ჩვენმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები და ფასეულობები, უნდა აანალიზებდნენ, რატომ აირჩია ჩვენმა ქვეყანამ გზა ევროპისკენ” - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“, “ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობს გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 150 პედაგოგი თბილისიდან და რეგიონებიდან. მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

ორდღიანი კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები სთავაზობს მათ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები და ვორკშოფები პედაგოგებისთვის.

კონფერენციის მონაწილე პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარმოდგინეს. სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა - გამოვლინდა 10 გამარჯვებული პედაგოგი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის. კურსს ესტონეთის საელჩო დააფინანსებს.

პროექტი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე