ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე სამინისტრო რეგისტრაციას იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღებას იწყებს. თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია 15 მაისიდან ექვს სახელმწიფო საგანამანთლებლო დაწესებულებაში დაიწყება და პირველ ეტაპზე კოლეჯები 400-მდე მსურველს მიიღებენ. 

პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და  პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე www.vet.emis.ge. ახალი პროგრამებისა და მათზე რეგისტრაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე მუდმივად განთავსდება.

პირველ ეტაპზე სამინისტრო დაინტერესებულ პირებს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო დაფინანსებით შესთავაზებს. სახელმწიფო სასწავლებლები პროგრამებს კერძო სექტორთან თანამშრომლობით განახორციელებენ.  ივნისიდან მოკლევადიან პროგრამებს  დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სფეროებში კერძო კომპანიებიც შესთავაზებენ.

პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს მიიღებენ.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები ხელს შეუწყობს როგორც ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებას, ასევე, მათი დასაქმების შესაძლებლობას და კერძო სექტორის მოთხოვნების სწრაფ დაკმაყოფილებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე