ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების პირველი ჰაბი გაიხსნება პრესკონფერენცია და ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია

რუმს თბილისის გარდენ ჰოლში გაიმართა პრესკონფერენცია საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების პირველი ჰაბის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

ღონისძიებას უძღვებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ-თბილისის დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აჭარა ჯგუფის გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია და «შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო.

პროექტი თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისს ეკუთვნის და გულისხმობს კლასტერების შექმნას, ასევე, მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვას. პროექტმა დაფინანსება სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში - “შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება” მოიპოვა. აღნიშნული კონკურსი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოცხადდა.

პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება აჭარა ჯგუფსა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისს შორის, რომლის ფარგლებში “აჭარა ჯგუფმა” თავის საკუთრებაში არსებული ფართი/შენობა გრძელვადიანი მართვის უფლებით გადასცა ცენტრს, საქმიანობის ხელშეწყობისა და სამომავლო გეგმების განხორციელების მიზნით.

სწორედ, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, ახალ სამუშაო სივრცეში საქართველოში ხელოვნების და ინოვაციების პირველი ჰაბი შეიქმნება.

ჰაბის შესახებ

აჭარა ჯგუფის მიერ ცენტრისთვის გრძელვადიანი მართვის უფლებით გადაცემული 650 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა დოდო აბაშიძის 10 ნომერში მდებარეობს. იგეგმება შენობის კულტურულ ჰაბად ტრანსფორმაცია - ის იქნება ერთგვარი, კლასტერული ტიპის პლატფორმა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების მდგრად განვითარებას.

“ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი” წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ პროექტს, რომელიც ერთ ფიზიკურ სივრცეში შექმნის ჰიბრიდულ გარემოს და შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაციის მიხედვით გააერთიანებს ორგანიზაციებს შემდეგი სფეროებიდან: სახვითი ხელოვნება, ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია, არქიტექტურა, დიზაინი, რეწვა, გასტრონომია, კულინარიული ინდუსტრია და სხვა.

საკონტაქტო პირი: მარიკა ჯაბუა - 593 567 445

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე