ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში

18-19 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ისტორიული შეჯიბრების გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა.

ჩემპიონატი საზეიმოდ 18 მაისს გაიხსნა. პირველი სიმბოლური დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში ჩემპიონატის მონაწილეები ჩაერთნენ.

საზეიმო გახსნის ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ჩემპიონატში, რომელშიც 32-მა მოყვარულმა მამაკაცმა გოლფერმა მიიღო მონაწილეობა, ‘Tbilisi Hills Golf Club’-მა უმასპინძლა. დასკვნით დღეს გამოვლინდა საუკეთესო ოთხეული. სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ჟან-პატრიკ ვოისინი აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებენ. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები იყვნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

სპონსორები: ფრანგული საცხობების ქსელი 'Paul', „აჭარაბეთი“, 'Massimo Dutti', 'KFC', „ზედაზენი“, „თბილისი ჰილს“.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე