ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები”

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტექნოპარკში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები”.

კონფერენციაზე ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის განათლების ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მოხენებები ქართველმა განათლების მკვლევარებმა წარმოადგინეს.

კონფერენციის მიზანია უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდა და მათი პოტენციალის ქართული განათლების სისტემის რეფორმირებაში რეალიზაცია.

კონფერენციის მოხსენებები შეეხებოდა დოქტორანტურის საფეხურზე გასაუმჯობესებელ საკითხებს, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მიმდანარე რეფორმას, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსებისა და მხარდაჭერის პოლიტიკას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გეგმებსა და სხვა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე