ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

არაიკ არუთინიანი: „უახლოეს მომავალში სომხეთშიც თქვენ მსგავსად გვექნება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ამჟამად სამუშაო პროცესში ვართ და თქვენი უკვე არსებული გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არაიკ არუთინიანმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას, რომლის განხორციელების შემდეგ აღნიშნულ უწყებას კულტურისა და სპორტის კომპონენტიც ემატება. შესაბამისად, შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღნიშნული საკითხი იყო. მიხეილ ბატიაშვილმა სომეხ კოლეგას ამ მიმართულებით საქართველოში არსებული გამოცდილება და სტრატეგია გაუზიარა.

„ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, როგორც განათლების, მეცნიერების ასევე კულტურისა და სპორტის მიმართულბით, რადგან უახლოეს მომავალში სომხეთშიც თქვენ მსგავსად მოხდება ამ სამინისტროების შერწყმა და ჩვენც გვექნება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ამჟამად სამუშაო პროცესში ვართ და თქვენი უკვე არსებული გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები სომხეთში, რათა გავაცნოთ მათ ჩვენი წარმატებული პროექტები ტექნოლოგიების დანერგვის, ხელოვნური ინტელექტისა და მაღალტექნოლოგიური საინჟინრო ლაბორატორიების მიმართულებით, ჩვენც მზად ვართ გავუზიაროთ უკვე დაგროვილი გამოცდილება და ჩამოვაყალიბოთ ისეთი თანამშრომლობა, რომელიც ძალიან მომგებიანი და სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის განვითარებისთვის.“ - განაცხადა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე