ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სან-ფრანცისკოს სილიკონი ველის კომპანია "აიდიტექის" აღმასრულებელი დირექტორი პიტ-ინგრამ ქაუჩი: „განათლებაში მიმდინარე ტრანსფორმაცია თქვენი ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობა გახდება“

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოს სილიკონ ველის კომპანია “აიდიტექის" აღმასრულებელ დირექტორს პიტ-ინგრამ ქაუჩის საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო განათლების თანამედროვე  სისტემაში ტექნოლოგიური მიმართულებების დანერგვის მნიშვნელობას. პიტ-ინგრამ ქაუჩის თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები განათლების მთელი სისტემის ეფექტური ტრანსფორმაციის საშუალებას იძლევა:

„აქ, სილიკონ ველიზე ჩვენ ვართ ცნობილი, როგორც ეფექტური ტრანსფორმაციის შემქმნელები. იქიდან გამომდინარე, რასაც გავეცანი, თქვენ გაქვთ უზარმაზარი შანსი, მოახდინოთ მთელი განათლების სისტემის ეფექტური ტრანსფორმაცია საქართველოში. თქვენ იწყებთ პილოტირებით, წარმატების შემდგომ ეს გავრცელდება და გახდება თქვენი ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობა. მე ვფიქრობ, როდესაც მთავრობა დიდ ინვესტიციას დებს განათლებასა და ტექნოლოგიებში, ეს ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტიაა."  - განაცხადა სან-ფრანცისკოს სილიკონი ველის კომპანია "აიდიტექის" აღმასრულებელი დირექტორმა პიტ-ინგრამ ქაუჩიმ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ში განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად იმყოფება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე