ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტური კალათბურთის ლიგის ახალი სეზონი 15 ივნისს დაიწყება

საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ახალი სეზონიდან, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ლიგის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იქნება.

ლიგის გამარჯვებული საქართველოს საკლათბურთო ჩემპიონატის მეორე - „ა ლიგის“ საგზურს მოიპოვებს და დაფინანსების სახით 60 000 ლარს მიიღებს. ისტორიაში პირველად, სტუდენტური ლიგიდან გუნდებს პროფესიონალურ კალათბურთში მოხვედრის შანსი ეძლევათ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ არჯევანიძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას დაესწრნენ სტუდენტური ლიგების მონაწილე გუნდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

პრესკონფერენციის შემდეგ ჩატარდა კენჭისყრა. ლიგის მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც 15 ივნისს აიღებს სტარტს, 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც რვავე გუნდი პლეი ოფში გავა და მეოთხედფინალში ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. პლეი ოფის პირველ წრეში ერთმატჩიანი სერიები იქნება, ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2-2 მატჩისგან შედგება. მატჩების ლაივ-სტატისტიკის ხილვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ გვერდზე (GBF.ge) იქნება შესაძლებელი.

 

ა ჯგუფი                                                                                                      ბ ჯგუფი

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი                            თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი                               კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი                            ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი                                                საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე