ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

11-13 ივნისის ოფიციალური ვიზიტის დასკვნითი შეხვედრები

11-13 ივნისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა. შემაჯამებელი დასკვნითი შეხვედრა გაიმართა 13 ივნისს, იულიხის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჰანს შტროერის, პროფესორ ანდრო კაჭარავას, პროფ. ირაკლი ქეშელაშვილის, იულიხის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის, ევა პორტიუსის მონაწილეობით. ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია შეხვდა იულიხის ელექტრული ინჟინერიის და ანალიტიკის ცენტრალური ინსტიტუტის წარმომადგენლებს; იულიხის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს , პროფ. სებასტიან შმიდტს.

  • პროფ. სებასტიან შმიდტან განხილული იქნა რუსთაველის ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. კერძოდ,, მომავალი წლიდან დაიწყება “German-Georgian Science Bridge Plus”, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება დოქტორანტებისა და მაგისტრების სამეცნიერო სტაჟირება იულიხის ცენტრში, მიმართულებებს დაემატება ინჟინერია და ტექნოლოგიები.

ასევე იგეგმება გერმანელი მეცნიერების 3-6 თვემდე კვლევითი ვიზიტები საქართველოში.

  • შეხვედრა ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთან, პროფ. ღალებ ნატურთან. განხილული იქნა მომავალი წლიდან ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო სტაჟირებები ინჟინერიის, ელექტროტექნიკის, ლაზერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
  • სასკოლო კვლევითი ლაბორატორია “JulLab”ის წამყვან მასწავლებელთან ანნე დოლთან,- განხილული იქნა თბილისის და ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქებში იულიხის “JulLab”-ის აშენების იდეა.
  • რუსთაველის ფონდის გენ. დირექტორი შეხვდა იულიხში მოღვაწე ფონდის სტიპენდიანტ ახალგაზრდა მეცნიერებს. განხილული იქნა ყველა ის მიმართულება, რაც აუცილებელია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდასაჭერად.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე