ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ხუთი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე. განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!

ეს პროგრამებია:

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020 -  40 გამარჯვებული
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020 – 1 გამარჯვებული
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020 – 5 გამარჯვებული
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019 – 9 გამარჯვებული
  • სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) 2019-2020 -

48 გამარჯვებული

საკონკურსო პერიოდში დარეგისტრირდა 983 აპლიკანტი, 103 კი შეირჩა საკონკურსო პროცესში. (იხ. ბმული: http://iec.gov.ge/4364). მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდება ცენტრის 40-მდე მიმდინარე გრანტის მფლობელს.

მიმდინარე ოთხი სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში გამარჯვებულთა სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე, აღნიშნული პროგრამებია:

  • სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020 (7 სტიპენდიატი)
  • აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020 (5 სტიპენდიატი)
  • აკადემიური პროგრამები სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 (5 სტიპენდიატი)
  • ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2019-2020 (10 სტიპენდიატი)

საერთო ჯამში 2019-2020 სასწავლო წელს ცენტრი გასცემს 170-მდე სტიპენდიას, რის შედეგადაც, 2014-2019 წლების მონაცემების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდიების რაოდენობა 850-მდე მიაღწევს.

მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე