ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „ყველა პირობა აქვთ ახალგაზდებს შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლილონ საკუთარი ცოდნა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე 147-ე საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

მინისტრი გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს გაესაუბრა და გამოცდების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად  მათგან მიიღო. მიხელ ბატიაშვილმა მათ წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას წარმატებით გააგრძელებენ.

„მოგეხსენებათ, დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო. დილიდან მე და ჩემი მოადგილეები სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში ვაკვირდებით, პირადად ვეცნობით გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და ინფორმაციას უწყვეტად ვიღებთ. 147-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ვესაუბრეთ თანამშრომლებს, გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს და დაასტურეს, რომ  ყველა პირობა აქვთ ახალგაზდებს შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლილონ საკუთარი ცოდნა. მოგეხსენებათ წელს 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს. საქართველოს მასშტაბით და 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო" -  განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე