ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ირინა აბულაძე საერთაშორისო კონფერენციის მე-7 სესიაზე მოხსენებით წარსდგა

აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მეორე დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, მე-7 სესიას უხელმძღვანელა, რომელიც ახალგაზრდა თაობის გაძლიერებასა და კულტურათა შორის კავშირების დამყარებას ეხებოდა.

პანელის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პარტნიორ ქვეყნებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ევროკავშირის განათლების, კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების ხელშწეყობა და კულტურათა შორის კავშირების დამყარება.

მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმის ძირითადი ასპექტები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის ისაუბრა კულტურისა და სპორტის მიმართულებით მოძრაობის. ირინა აბულაძემ წარმატებულ პროექტებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაარსება დაასახელა, რომელიც ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს ინოვაციური აკადემიური პროგრამით უზრუნველყოფს და მხარს უჭერს მულტიკულტურულ თანამშრომლობას.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარებას ითვალისწინებს.

უმაღლესი განათლების მიმართულებით, ირინე აბულაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) საქართველოს გაწევრიანებასა და ევროკავშირის Erasmus+ პროგრამში წარმატებულ მონაწილეობაზე ისაუბრა. ასევე შეეხო მეცნიერების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა ევროკომისიის პანევროპულ ინიციატივაში EURAXESS გაწევრიანების შესაძლებლობა.

სესიის ბოლოს ირინა აბულაძემ მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე