ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ იწყება

25 ივლისს ბანკ „კრედოს“ ოფისში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე,  პროექტ ,,ფუძეობის“ ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე და ბანკ ,,კრედოს'' წარმომადგენელი მეგი გურგენიძე უძღვებოდნენ.

„ფუძეობა“ რეგიონული ფოლკლორული ფესტივალია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის აღდგენას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. ფესტივალის ფარგლებში თითოეულ რეგიონში ეწყობა საფესტივალო ქალაქი, სადაც მთელი რეგიონი, ყველა მისი მახასიათებლით ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ტერიტორიაზე განთავსებულ რაიონულ ფაცხებში მოეწყობა რაიონის წარმომადგენლებისა და მათთვის დამახასიათებელი კულინარიის წარდგენა/დეგუსტაცია; გაიმართება სპორტული შეჯიბრებები სირბილში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში; წარმოდგენილი იქნება რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშების ჩვენება/შესრულება (მაგ.: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა);  მთელი ფესტივალის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი კუთხე. ასევე, მოეწყობა თეატრალური წარმოდგენები - ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების,  ბერიკების, მეზურნეების, მედუდუკეების, მედოლეების წარმოდგენები; რეგიონის მასშტაბით  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ფესტივალზე ასევე მოეწყობა სწრაფი კვების კუთხე.

ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. ფესტივალი საინტერესოა, როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი ტურისტებისთვის. მასში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის, როგორც რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები.

პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნაშრომი. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე პრიზებით დაჯილდოვდებიან ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში ხორციელდება.  პროექტის მხარდამჭერია ბანკი „კრედო“.

ფესტივალის პროგრამა:

  1. 3 აგვისტო - სამცხე- ჯავახეთი - ბაკურიანი
  2. 27 აგვისტო - რაჭა-ლეჩხუმი - ამბროლაური
  3. 14 სექტემბერი - ქვემო ქართლი - ბოლნისი
  4. 28 სექტემბერი - აჭარა - შუახევი
  5. 14 ოქტომბერი - მცხეთა - მთიანეთი - მცხეთა
  6. 8 ნოემბერი - კახეთი - ყვარელი

დასკვით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ - ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნატო გელაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, აჩიკო ნიჟარაძე, თეატრალური კვარტეტი, ქართული ხმების ტრიო, ფორტე, ანსამბლი შვიდკაცა, დათუნა სირბილაძე, ნათია პერანიძე, ანსამბლი ძირიანი, ქეთი გაბისიანი, ზუკა ხუციშვილი, ნონ სტოპი, ლელა წორწუმია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე