ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მსოფლიო ბანკთან პროფესიული განათლების კუთხით თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გაფორმდა

პროფესიული განათლების მასწავლებელთა ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს (WB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის, განათლების მიმართულების კოორდინატორმა, ნინო ქუთათელაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ახალი სისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებას, სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებას და მასწავლებელთა დიფერენცირებული ანაზღაურების სქემის დანერგვას.

ირინა აბულაძის განცხადებით, პროფესიული განათლების მიმართულება არის რეფორმის მთავარი პრიორიტეტი და შესაბამისად, სამინისტრო დიდ აქცენტს აკეთებს პროფესიული განათლების მართვის ეფექტიანობასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისივე თქმით, სწორედ ხარისხის ამაღლების ეფექტური გზების მოძიებას ითვალისწინებს ახალი პროექტი, რომელიც რეფორმის განხორციელების ფაზაში, საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ძირითადი მხარდამჭერი იქნება.

ნინო ქუთათელაძე - პროექტის მიმდინარეობისას შესაძლებლობა იქნება ქართველ ექსპერტებთან ერთად, სამუშაოებში საერთაშორისო გლობალური ექსპერტებიც ჩაერთონ, რომლებიც მხარს დაუჭერენ პროექტის განხორციელებას. გარდა ამისა, გვაქვს კარგი პლატფორმა ვუზრუნველყოთ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე