ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

9 აგვისტოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ პრესკონფერენცია გამართეს და 11-18 აგვისტოს, თბილისში გასამართ 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრები და გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო მაისურაძე. ასევე, წყალბურთელებს მოახლოებულ ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს - მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ. სამინისტროს სტუმრობდნენ და მინისტრთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროპის წყალბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა - ჯანი ლონციმ ტექნიკური კომიტეტის თავჯდომარემ და მარკო ბირიმ აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორმა.


11-18 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის უძლიერესი 16 ნაკრები. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბ-ჯგუფში იქნებიან  - მონტენეგრო, სლოვაკეთი და რუმინეთი. 11 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 20:30 საათზე დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია.

11-18 აგვისტო; ოლიმპიური აუზი; 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
A ჯგუფი: რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა
B ჯგუფი: მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი
ჩ ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია
D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია,გერმანია, საფრანგეთი
11-18 აგვისტო; ოლიმპიური აუზი; 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
A ჯგუფი: რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა
B ჯგუფი: მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი
ჩ ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია
D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია,გერმანია, საფრანგეთი

11 აგვისტო
19:00 საქართველო-რუმინეთი
12 აგვისტო
19:00 მონტენეგრო-საქართველო
13 აგვისტო
19:00 საქართველო-საბერძნეთი

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე