ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსი ცხადდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა, რომელსაც 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი. საქართველო პროექტში 2012 წლიდან მონაწილეობს და იგი სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს ატარებს და ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, მოგვიანებით, კანდიდატი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - 18-დან 25 წლამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: Curriculum Vitae, მანდატის მიღების შემთხევაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა ინგლისურ ენაზე (17 000 ლარის ფარგლებში) და ინგლისურ ენაზე დაწერილი თემა (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ფონტი -ზომა-11;Sylfaen, ხაზებს შორის დაშორება 1) შემდეგ საკითხზე:

The phrase “no one left behind” is in the preamble of the sustainable development goals and is the theme of the first annual high level political forum on sustainable development. What does “no one left behind” mean, and why is it important for Georgia?

განაცხადები მიიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიაში დიმიტრი უზნაძის N52 ნაბეჭდი (ერთი ეგზემპლარი) და ელექტრონული სახით (კომპაქტ დისკი) 2019 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეფასდებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

2. შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომისიასთან გასაუბრებას. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

3. გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები სიტყვით გამოვლენ (ინგლისურ ენაზე) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებაზე.

4. გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება 2019 წლის სექტემბერში.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ

პროგრამის Facebook გვერდს - https://www.facebook.com/UNYDGeorgia/

პროგრამის Youtube არხს http://www.youtube.com/user/unyouthdelegatege/videos

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე