ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ - მინისტრის მამუკა ბახტაძის 2019 წლის 9 აგვისტოს N 267 ბრძანების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა.

2018 წლიდან გიორგი ვაშაკიძე სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა.

გიორგი ვაშაკიძეს აქვს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კერძო/საჯარო ორგანიზაციებში, აქვს აკადემიური საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელბში, მუშაობდა ექსპერტად გაეროს განვითარების პროგრამებში, იყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი. გიორგი ვაშაკიძე არის არაერთი მონოგრაფიის, კვლევისა და სტატიის ავტორი.

მიღებული აქვს სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის წოდება ჰამბურგის უნივერსიტეტში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე