ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა გერმანიაში, ქ. შტუტგარტში შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტთან

12 ივლისს, გერმანიაში, ქ. შტუტგარტში, შტაინბაისის ფონდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, ზვიად გაბისონიას და შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტის პროფესორ, მიხაელ აუერის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფ. ზვიად გაბისონიამ შტაინბაისის ფონდის წარმომადგენლებს გააცნო რუსთაველის ფონდის საქმიანობა, მიზნები, პრიორიტეტები. ასევე დეტალურად განიხილა მეცნიერების რეფორმის ძირითადი პრინციპები.

შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტმა, პროფესორ აუერმა სურვილი გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობის დაწყებაზე და პარტნიორ ინსტიტუციად სწორედ რუსთაველის ფონდი დაასახელა. მომავალი წლიდან შტაინბაისის ფონდი დაეხმარება რუსთაველის ფონდს გამოყენებითი საგრანტო პროექტების ტექნოლოგიურ ტრანსფერებად გარდაქმნის პოლიტიკის შემუშავებაში!

შტაინბაისი არის გერმანიის ერთ ერთი ყველაზე დიდი ფონდი, რომელიც კერძო დაფინანსებების ჭრილში მუშაობს. შტაინბაისი 30 წელზე მეტია, რაც წარმატებული ცოდნისა და ტექნოლოგიის გადაცემას ემსახურება. ფონდის ქსელი აერთიანებს 1,100 ტრანსფერულ კომპანიას და გვთავაზობს ტექნოლოგიისა და მართვის ფართო გამოცდილებას.

პროფესორ აუერმა იმედი გამოთქვა გრძელვადიან თანამშრომლობაზე. მიმდინარე წლის ბოლომდე ფონდებს შორის შემუშავდება თანამშრომლობის დეტალური გეგმა და ფორმატი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე