ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მემორანდუმი რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ შორის

16 აგვისტოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ თავისი ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, დაეხმაროს ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულ მეცნიერებს, გრანტიორებს მათი კვლევებისთვის საჭირო ექსპერიმენტულ გამოთვლებში. ასოციაცია ფონდს, მის გრანტიორებს, რომლებსაც გააჩნიათ გამოთვლების საჭიროება, უსასყიდლოდ გამოუყოფს გამოთვლით და მეხსიერების რესურსებს, გაუწევს ტექნიკურ დახმარებას მათი ამოცანების Cloud - ინფრასტრუქტურაში განსათავსებლად.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას, ტექნიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების განვითარებისთვის. რუსთაველის ფონდის კონკურსებში გამარჯვებულ გრანტიორებს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები და სხვა, სჭირდებათ ექსპერიმენტული გამოთვლები.

სამეცნიერო ინფორმაციული და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიების და სერვისების განვითარება რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე