ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”

28 აგვისტოს, ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ  დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ  აპოსტოლია კარამალის და  EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის.

 „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”-განაცხადა Euraxess -ის დირექტორმა  შეხვედრაზე, რომელზეც  განიხილეს საქართველოსა და   ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების  ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაცია  EURAXESS-ს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მიმდინარე სამუშაოები და განვითარების პერსპექტივები, შეათანხმეს 24-25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის   ოფიციალურ  ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც მოხდება მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციასა  (Declaration of Commitment)  და ხელშეკრულებაზე საზეიმო  ხელმოწერა. EURAXESS-ში გაწევრიანების ყველა პროცედურა დასრულებულია.

ზვიად გაბისონიამ უცხოელ კოლეგებს  მეცნიერების განვითარების გეგმა და პრიორიტეტები წარუდგინა, აღნიშნა, რომ  საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების  სახელმწიფოთაშორის  ორგანიზაცია  EURAXESS -ში   მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის  შედეგადაც ქართული  მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები  იხსნება.     შეხვედრაზე ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორმა   აპოსტოლია კარამალიმ განაცხადა:   კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში,  ძალიან კარგ დროს შემოდიხართ, “Horizon Europe”-ის პოლიტიკის შემუშავებაში თქვენნაირი ამბიციური იდეების მქონე ხალხი გვჭირდება!“

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე