ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო CERN-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

საქართველო მსოფლიოში ცნობილ ,,ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან“ (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ფონდის წარმომადგენლებმა 2-4 სექტემბერს ოფიციალური შეხვედრები გამართეს ჟენევაში ,,ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში” (CERN - Conseil Européenne pour la Recherche Nucléaire). ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია შეხვდა ცერნის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებს პროფ. ემანუელ ცესმელისს, პროფ. მარტინ შტაინახელს, პროფ. კრისტიან შეფერს, პროფ. როსარიო პრინციპეს. ასევე საქმიანი შეხვედრები გაიმართა ცერნის უდიდესი პროექტების “CMS” პროექტის დირექტორ, პროფ. ტიციანო კამპორეზისთან და “ATLAS”-ის ტექნიკურ დირექტორთან ლუდოვიკო პონტეკორვოსთან. შეხვედრებს დაესწრნენ ცერნის კოლაბორაციაში მონაწილე ქართველი მეცნიერები - CMS-ის ქართული ჯგუფის ლიდერი პროფ. ზვიად წამალაიძე და ATLAS-ის ქართული ჯგუფის ლიდერი პროფ. ირაკლი მინაშვილი. განხილული იქნა ცერნთან საქართველოს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. კერძოდ, ცერნსა და რუსთაველის ფონდს შორის გაფორმდება შეთანხმება, რომლითაც ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს ინჟინერიისა და გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით შეეძლებათ სამეცნიერო კვლევები გამახორციელონ ცერნის მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში. ასევე გამხილული იქნა ცერნის ახალ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალი ამაჩქარებლის მშენებლობაში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობები.

ცერნის ხელმძღვანელობამ უმაღლესი შეფასება მისცა ქართველ მეცნიერთა მონაწილეობას ცერნის უდიდეს პროექტებში და აღნიშნა, რომ ქართველ მეცნიერებს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო შედეგები აქვთ 42 ქვეყნის მონაწილეობით შექმნილ კოლაბორაციულ პროექტებში

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე