ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელთან სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრა გამართეს და განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე კომპლექსური  რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლო  გეგმები და განსაზღვრეს ის სფეროები, რომლებშიც მსოფლიო ბანკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.

მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ახლო მომავალში დაიწყება მსხვილი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - Georgia I2Q“ განხორციელება.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, როგორებიცაა:

  • სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, სკოლამდელი განათლების პედაგოგების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება;
  • საერთაშორისო სტანდარტის ზოგადი განათლების სწავლა-სწავლების ხარისხის დანერგვა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
  • განათლების დაფინანსების მოდელების განვითარება, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემაში სრული ინტეგრაციისათვის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა;
  • განათლების  საინფორმაციო მართვის ეფექტური სისტემის დანერგვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე