ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი" რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა  საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პირველ ეტაპზე დასრულდა კოლეჯის ძირითადი სასწავლო კორპუსისა და სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია. სასწავლებელი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 703 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს კოლეჯში, ასევე დაიწყება დამატებითი შენობის მშენებლობა, სადაც დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, სასადილოს, ფაბლაბისა და თეორიული კლასების ნაწილის განთავსება, რომლის საერთო ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.  გარდა ამისა, კოლეჯი ემზადება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული დამატებით 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასანერგად, რის შემდეგაც დამატებით 400 სტუდენტი დაეუფლება პროფესიას.

პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ რეაბილიტაცია დასრულდა

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე