ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისში ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა  და ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

მანამდე, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა „ახალი სკოლის" ბაზაზე გაიმართა, რომლის  საპილოტე ეტაპი 2018 წელს დაიწყო და ის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 30 მოსწავლე,  ევროკავშირთან თანამშრომლობის მასშტაბური პროექტის პირველ ფაზაში, პროგრამას „ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლიან. ამავე ტერიტორიაზე სტუმრებმა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს.    

100 მოსწავლეზე გათვლილი ევროკავშირის სტანდარტების ახალი ევროპული სკოლა და საერთო საცხოვრებელი 26099 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენდება, რომელიც თბილისის მერიამ გამოყო.

ევროპულ სკოლას რეგიონში ანალოგი არ ეყოლება და იგი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცენდენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ("აღმოსავლეთ პარტნიორობა – 20 ძირითადი მიზანი 2020 წლისათვის“) ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა,  საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურული გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული  ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს,  რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს.

ევროპული სკოლის საპილოტე, პირველი ეტაპი 2018 წელს „ახალი სკოლის“ ბაზაზე დაიწყო.  ამავე ტერიტორიაზე აშენდა საერთო საცხოვრებელიც. მშენებლობა მთლიანად ევროკომისიამ დააფინანსა.  2019 წლიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შერჩეული 16-17 წლის 75 მოსწავლე  საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე ისწავლის.  სკოლის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია სწავლების ევროპული სისტემის შინაარსისა და კონცეფციების ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ორმაგი დიპლომის შეთავაზება სტუდენტებისთვის და საქართველოს განათლების სისტემის მიერ ევროპული სკოლის (ES) სპეციფიკური საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმის აღიარება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა სასკოლო კომპლექსის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისა, ევროკავშირი გააგრძელებს სასწავლო გრანტების გამოყოფას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას და ხელს შეუწყობს სასწავლო კურიკულუმის დახვეწა/შემუშავებას.

სკოლა სრულფასოვნად 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას და საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იქნება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე